სიახლები

07-06-2019 მეტალები და მჟავა

7 ივნის კლუბ "AQVA"-ს მეურვემ ნინო ბენიძემ განიხილა მეტალებისა და მჟავას ურთიერთქმედება.მჟავათა უმრავლესობა წყალხსნარში ურთიერთქმედებს მეტალებთან წყალბადის გამოძევებით და შესაბამისი მარილის წარმოქმნით.ამასთან,ყველა მეტალს არ შეუძლია მჟავას ხსნარიდან წყალბადის გამოძევება.მეტალთა სტანდარტულ ელექტროდულ პოტენციალთა რიგში მხოლოდ წყალბადამდე მოთავსებული მეტალები აძევებს წყალბადს მჟავათა(გარდა HNO3-ისა)ხსნარებიდან.ჩავატარეთ ცდა.ავიღეთ კონც.HNO3 და რკინა,ცოტა შევათბეთ.სინჯარიდან დაიწყო ნარინჯისფერი აირის გამოყოფა(NO2).კლუბის წევრებთან ერთად შევადგინეთ რეაქციის ტოლობა.

ნანახია 1838-ჯერ